სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში იმყოფებოდა, სადაც რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
თიბისი ჯგუფმა და ფრანგულმა „სოსიეტე ჟენერალმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც თიბისი ბანკმა „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 93.64 %-ს 315 მილიონ ლარად შეიძინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საბანკო სექტორში მიმდინარე გარიგებებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მხარეთა შორის მოლაპარაკებები კონფიდენციალურია და სებ-ი არ არის უფლებამოსილი კონკრეტული გარიგების დეტალები გაამჟღავნოს.
აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკი ზედიზედ უკვე მეორედ დაასახელა საქართველოში საუკეთესო პარტნიორ ბანკად ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით.
პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციის გასვლით სხდომაზე, რომელიც კახეთის რეგიონის ქალაქ ყვარელში გაიმართა.
600-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს ბიზნესი ერთ ჭერქვეშ, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს, - ბიზნესსახლის პროექტს, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მმართველობითი რეფორმის ნაწილის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, საფუძველი დღეს ჩაეყარა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More