22:33 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 15:37:26, 1791 ნახვა

ეკონომიკა
გვენეტაძე: „თიბისი ბანკისა“ და „ბანკ რესპუბლიკას“ გაერთიანება საბანკო სექტორისთვის კარგი იქნება

„ვფიქრობ, რომ „თიბისი ბანკისა“ და „ბანკ რესპუბლიკას“ გაერთიანების გადაწყვეტილება ნამდვილად კარგი იქნება საქართველოს საბანკო სექტორისთვის, და არამც და არამც არ იქნება ბანკებს შორის კონკურენტულობის შემცირების მიზეზი“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის დირექტორმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, საბანკო სექტორში ორი მსხვილი ბანკი არსებობს და ეს კონკურენციის არსებობაზე მიუთითებს.

„იყო შეკითხვა, ხომ არ მოახდენს ეს გარიგება გავლენას კონკურენციაზე საქართველოს საბანკო სექტორში; საბანკო სექტორში მანამდეც არსებობდა ორი მსხვილი ბანკი და ასევე მძაფრი კონკურენცია. ამ კონკურენციის პირობებში ხშირად რისკიანი გადაწყვეტილებების მიღებაც კი ხდებოდა. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად კარგი იქნება საქართველოს საბანკო სექტორისთვის, და არამც და არამც არ იქნება ბანკებს შორის კონკურენტულობის შემცირების მიზეზი“,- აღნიშნა გვენეტაძემ.

ამასთან, გვენეტაძეს თქმით, "თიბისი ბანკი" არის ის საბანკო ორგანიზაცია, რომელიც ლონდონის ბრენდულ ბირჟაზე არის კვოტირებული.

"ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაციის ტრანსპარანტულობის დონე არის ძალიან მაღალი. ეს კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას ქართულ ბაზარზე", - განაცხადა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ "თიბისი ჯგუფმა"„სოსიეტე ჟენერალისგან“, „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 100 % შეისყიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics