|
2016-10-26 15:49:34, 1223 ნახვა
ეკონომიკა
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე მომხმარებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე მომხმარებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ. მათივე ინფორმაციით, 2016 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 18580 სესხია გაცემული. „მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ, რადგან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 6.5% დატოვა. მთლიანად ცვლად განაკვეთზე მიბმული724,5 მლნ ლარის სესხია გაცემული. ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 437-ით, თუმცა შემცირებულია მთლიანი პორტფელი- 743,3 მილიონი ლარიდან 724,5 მილიონამდე. 18580 ხელშეკრულებიდან 9193 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 89,8 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლოსესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ოქტომბრისთვის 15.1% შეადგინა. რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ოქტომბრის მონაცემებით 4637სესხია მიბმული, საშუალოდ 11.3%-ში. მთლიანი პორტფელი კი 195,6 მილიონი ლარია. 1729 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 414,97 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 71,2 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13,8%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესიკი 1 ოქტომბრის მონაცემებით 343,7 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12,6%-ში. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ოქტომბრის მონაცემებით24 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 688,21 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 15,2%-ში გაასესხეს. ასევე გაცემულია 2997 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამსესხების მთლიანი მოცულობა 23,4 მილიონი ლარია. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 12,03%-ია. აქედანყველაზე მეტია ბიზნესსესხები, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა. მიმდინარე პროგნოზით ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ შემდეგი ორი კვარტლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთიეტაპობრივად შემცირდება 6 პროცენტამდე. გასული წლის 1 კვარტლიდან ბანკებმა იპოთეკურ და ბიზნეს სესხებთან ერთად აქტიურად დაიწყეს ცვლად საპროცენტოგანაკვეთზე მიბმული სხვა ტიპის სესხების გაცემაც, რაც ლარის რესურსზე მაღალი მოთხოვნით იყო გამოწვეული.მოქალაქეები ამჯობინებდნენ აეღოთ სესხი ეროვნულ ვალუტაში, თუნდაც იგი ყოფილიყო არა ფიქსირებული, არამედცვლადი. მონეტარული პოლიტიკის შერბილება ლარში საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენციას კიდევ უფრო უწყობს ხელს. ეროვნული ეკონომიკისთვის აუცილებელია, რომ ბანკებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი რესურსი ლარში, რაც სესხებზესაპროცენტო განაკვეთის შემცირებას გამოიწვევს. ამ მხრივ მნიშნელოვანია ეროვნულ ვალუტაში დაზოგვის წახალისებაც“,-ნათქვამია საზოგადოება და ბანკების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)