„მინდა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მოვუწოდო, მაქსიმალურად ეცადონ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ნუ ჩაიდენენ დანაშაულს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ტუღუშმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ქართული ცონების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გარკვეული ტექნიკური ხარვეზები ფიქსირდება, თუმცა ასეთი ხარვეზები საარჩევნო პროცესს ყოველთვის თან ახლავს.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ახალციხეში, სოფელ ნაოხრებში 26-ე საარჩევნო უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა კომისიის წევრი უბნიდან შენობის გარეთ გამოიყვანა და ესაუბრებოდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, თუმცა მისი თქმით, ეს დაბრუნება არ იქნება.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ საკუთარი არჩევანი ახალციხეში, 44-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More