|
2016-11-04 20:18:26, 765 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ასობით და ათასობით ადამიანს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს ემსაუხრებიან
დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ასობით და ათასობით ადამიანს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს ემსახურებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული დიპლომატიის დღესათან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ დიპლომატიურ სამსახურში და ყოველდღიურად ეწევიან იმ უმნიშვნელოვანეს ჭაპანს, რომელსაც საქართველოს საერთაშორისო იმიჯი განმტკიცება და გაძლიერება ჰქვია. "როდესაც ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო მისიებთან, როდესაც გვაქვს საერთაშორისო შეხვედრები, როდესაც გვაქვს ურთიერთობა სხვა ქვეყნის მაღალი თანამდედობის პირებთან, ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ იმ უმნიშვნელოვანეს სამსახურს, რომელსაც ათობით და ასობით ქართველი საჯარო მოხელე განახორციელებს. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვნად მომზადებულ საქმიანობას ფორმა ეძლევა ხოლმე საერთაშორი შეხვედრებზე", - განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ყველა ქართველ დიპლომატს, რომელიც ქვეყნის გარეთ და ქვეყნით შიგნით ემსახურება საქართველოს ინტერესებს, მადლობას უხდის. "ამასთან ერთად მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებმაც წლების განმავლობაში, ურთულეს ვითარებაში, ქართული სახელმწიფო გამართა წელში, გააძლიერა და მსოფლიო რუკაზე ქვეყანა, რომელსაც ურთულეს გარემოში უხდება მოღვაწეობა, ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ადგილას ასახა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც 25 წლის წინ აღიდგინა დამოუკიდებლობა და მყისიერადვე დაირღვა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ამ ვითარებაში, არეულობის პირობებში, ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ იწყებდა განმტკიცებას, ქართველი დიპლომატები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ანმტკიცებდნენ ამ ქვეყნის იმიჯს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია ძალიან სერიოზული ისტორიული წარსული და ასევე, სერიოზული ისტორიული მომავალი. სახელმწიფო, რომელიც რეალურად აერთიანებს ევროპასა და აზიას, შესაძლობლობას ქმნის, უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობისთვის. ამისთვის ყველას, ვინც მოღვაწეობთ და ვინც მომავალში ჩვენს ქვეყანას გააძიერებს ამ მიმართულებით, მადლობა მინდა გითხრათ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ქართველ დიპლომატებს კიდევ ერთხელ მიულოცა ქართული დიპლომატიის დღე.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)