|
2019-12-10 13:11:32, 1642 ნახვა
პოლიტიკა
სახალხო დამცველი - ციხეებში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ არსებობენ პრივილეგირებული პატიმრები
„როგორც პატიმრებთან, ასევე პერსონალთან გასაუბრებამ, დაკვირვებამ იქ მიმდინარე პროცესებზე გვაჩვენა, რომ ნამდვილად არსებობს არაფორმალური გავლენები და პრივილეგირებული პატიმრები“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ღია ტიპის დაწესებულებებში, სახალხო დამცველისადმი მომართვიანობა არის მკვეთრად დაბალი „როგორც პატიმრებთან, ასევე პერსონალთან გასაუბრებამ, დაკვირვებამ იქ მიმდინარე პროცესებზე, მოვლენებზე. ასევე, ყოფილ პატიმრებთან გასაუბრებამ დაგვანახა, რომ იქ ნამდვილად არსებობს არაფორმალური გავლენების და მმართველობის ნიშნები და პრივილეგირებული პატიმრები. მე ვერ დავარქმევ მათ კონკრეტულ სახელებს, შემიძლია ვისაუბრო, რა თქმა უნდა, მხოლოდ ასეთი ტერმინებით. იმ დაწესებულებებში, სადაც, ძირითადად ასეთი მმართველობა შეინიშნება და ის არის ღია ტიპის დაწესებულებები, სახალხო დამცველისადმი მომართვიანობა არის მკვეთრად დაბალი, განსხვავებით იმ დაწესებულებებისაგან, რომელიც არის დახურული დაწესებულებები და სადაც ნაკლებადაა ასეთი ტიპის გავლენები“, - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. სადაც მან 20 ივნისის აქციის დაშლაზე, პრეზიდენტის შეწყალებაზე, მოსამართლეთა შერჩევასა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)