20:13 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-11 19:54:04, 271 ნახვა

სამართალი
23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს

გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის ოჯახის ადვოკატის, ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს.

ინფორმაციას ის Facebook-ზე ავრცელებს.

"მადლობა საქართველოს პროკურატურას, მთავარ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს, დასავლეთ საქართველოს პროკურორს ზაზა მეტონიძეს, ქალბატონ თამარ ბეჟუაშვილს, გიორგი ხაჩიძეს, ყველა მედიას, საინფორმაციო გამოშვებას, განსაკუთრებული მადლობა ნოდარ მელაძესა და მის გუნდს. ორი წლის დაუღალავი შრომის შემდეგ, თემურ ხადურის საქმეზე, თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები არიან დაკავებულები", - წერს ადვოკატი.

თემურ ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს გაუჩინარდა. 3 დღის შემდეგ, 28 აგვისტოს, მისი ცხედარი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთთან, მდინარეში იპოვეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები თავიდანვე მიუთითებდნენ, რომ ახალგაზრდის სიკვდილში შესაძლოა პოლიციის თანამშრომლები ყოფილიყვნენ ჩართული.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს
მეუფე ილარიონი - ეკლესიის ხმას მატერიალური კეთილდღეობით ვერ დაადუმებენ
ვაკეში დაპირისპირება იყო - დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი
ევა გოცირიძე ოცნებას - სასამართლომ რატომ უნდა დაადასტუროს ის, რასაც ნაციონალურ მოძრაობას საყვედურობთ?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics