20:33 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-11 20:17:36, 253 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკი ლეჩხუმში "ქორენიშული ვერანდის" მხარდამჭერია

მამა-პაპისეული სახლისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებისა და რეგიონის პოტენციალის ათვისების იდეით დაიწყო ლეჩხუმში, სოფელ ქორენიშში საოჯახო სასტუმროსა და მარნის "ქორენიშული ვერანდის" შექმნა და საკუთარი წვლილი შეაქვს რეგიონისა და აგროტურიზმის განვითარებაში.

სოფელი ქორენიში ტვიშის უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს, რის გამოც სასტუმროს პარალელურად, კომპანიისთვის მეღვინეობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ბაზისბანკთან პარტნიორობითა და ფინანსური მხარდაჭერით, "ქორენიშული ვერანდამ" შეძლო სასტუმროსა და მარნის გაფართოება, სადაც ენდემური ვაზის ჯიშებისგან პრემიუმ ხარისხის ღვინოები ტვიში, უსახელაური, ოჯალეში და ლეჩხუმური ცოლიკაური იწურება.

ლეჩხუმის ბუნებრივი პოტენციალი მხოლოდ მეღვინეობით არ შემოიფარგლება. რეგიონის უნიკალური გარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის მეფუტკრეობის განვითარებისთვისაც, რის საფუძველზეც კომპანიამ თაფლის გადამამუშავებელი საწარმო მოაწყო. წარმოებული პროდუქცია დღეს წარმატებით მიეწოდება სხვადასხვა სასტუმროებსა და ღვინის ბარებს.

პროექტი, რომელიც თავდაპირველად საოჯახო მემკვიდრეობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად, ბაზისბანკის მხარდაჭერით მასშტაბურ ბიზნესად იქცა. ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს, განახორციელოს სამომავლო გეგმები და ხელი შეუწყოს ლეჩხუმის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ბაზისბანკის და ქორენიშული ვერანდის პარტნიორობის ვიდეო ისტორია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მრგვალი ბაღის მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირების საქმეზე 7 პირი დააკავეს
ბაზისბანკი ლეჩხუმში "ქორენიშული ვერანდის" მხარდამჭერია
23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს
მეუფე ილარიონი - ეკლესიის ხმას მატერიალური კეთილდღეობით ვერ დაადუმებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics