|
2026-11-11 20:19:02, 246 ნახვა
სამართალი
მრგვალი ბაღის მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირების საქმეზე 7 პირი დააკავეს
თბილისში, მრგვალი ბაღის მიმდებარედ ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე პოლიციამ 7 პირი დააკავა. შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავებიან. გამოძიების ცნობით, შემთხვევა 10 ნოემბერს მოხდა. ახალგაზრდებს შორის დაწყებული კონფლიქტი სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა დაპირისპირების მონაწილეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სამი ჭრილობა მიაყენა. დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. უწყების ცნობით, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა მთელი ღამის განმავლობაში ჩაატარეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც შვიდი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)