|
2019-12-09 23:28:18, 1808 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ვაი პატრიოტებს უწოდებს
ენერგო დამოუკიდებლობა ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის ქვაკუთხედია და სწორედ მაგიტომ უწოდებ მე იმ ხალხს „ვაი პატრიოტებს“, ვინც ყველაფერს აკეთებს ოღონ არაფერი აშენდეს. სამწუხაროდ, მათ ბევრი გულწრფელი მოქალაქე აიყოლიეს და ამ კუთხით ჩვენმა მთავრობამ მეტი უნდა იმუშაოს ხალხის ინფორმირებისათვის. -ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი "ველურ ბუნებასთან" ინტერვიუში განაცხადა. იზრდება ეკონომიკა და შესაბამისად იზრდება მოთხოვნილება ენერიაზეც. ხელისუფლების ვალდებულებაა განავითაროს ამ მიმართულებით შესაძლებლობები. ქვეყნის აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს და უნდა გავითავისოთ სწორი პროექტირების პრინციპები. ის, რაც მოხდა ბაკურიანის ან გუდაურის განვითარებისას მოითხოვს სწორ ანალიზს და დაშვებული შეცდომების გააზრებას. აბასთუმანის შემთხვევაში ვცდილობთ პროექტირებას მეტი დრო დავუთმოთ და დარწმუნებული ვარ ეს შედეგზეც აისახება. საქართველო არ არის მდიდარი ისეთი წიაღით, როგორიცაა მაგალითად ნავთობი და გაზი, თუმცა რაც გაგვაჩნია, იმას უნდა რაციონალური გამოყენება, სწორი დაგეგმარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რათა წინასწარ იყოს დაგეგმილი იმ ადგილების რეაბილიტაცია/რეკულტივაცია, რაც წიაღის მოპოვების შემდგომ ისევ მოსახლეობის სამსახურში დააბრუნებს ამ მიწებს." - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)