22:13 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 14:16:19, 1367 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ვაჟა გაფრინდაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება

„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება და მავთულხლართების კედელი, რომელიც რუსეთმა ააშენა, აუცილებლად დაიშლება“ , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნლისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ერთ-ერთი მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იქნება.

„იმედი მაქვს, ექიმი მომდევნო დღეებში იქნება გათავისუფლებული, თუმცა, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლო მხარისგან, რომელსაც ადამიანის უფლებები, ღირებულებები და ჯანმრთელბობა არაფრად მიაჩნია, მათი პროგნოზირება რთულია. დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებულია და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზეც იქნება ერთ -ერთი მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. ის აუცილებლად გათავისუფლდება და ის მავთულხლართების კედელი, რომელიც რუსეთმა ააშენა ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად დაიშლება, იმიტომ, რომ ეს არის შეუთავსებელი დღევანდელი მსოფლიოს დღის წესრიგთან და ამის შენარჩუნებას რუსეთი სამუდამოდ ვერ მოახერხებს," - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
მრგვალი ბაღის მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირების საქმეზე 7 პირი დააკავეს
ბაზისბანკი ლეჩხუმში "ქორენიშული ვერანდის" მხარდამჭერია
23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics