|
2019-12-09 13:20:05, 1322 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: „გერმანული მოდელის“ მაჟორიტარული ნაწილის განსახილველად გუნდში ვიმსჯელებთ
„ „გერმანული მოდელის“ მაჟორიტარული ნაწილის განსახილველად გუნდში ვიმსჯელებთ და ვნახოთ როგორ გაგრძელდება“,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ დიპლომატებმა ხელისუფლებას ე.წ. „გერმანული მოდელისგან“ დამოუკიდებელი საარჩევნო ცვლილება შესთავაზეს, რომელიც მხოლოდ მაჟორიტარულ არჩევნებს ეხება. „ზოგადად, გვექნება გუნდში მსჯელობა ყველა ვერსიასთან დაკავშირებით და, მათ შორის, გუშინ შემოთავაზებულ ვარიანტთან დაკავშირებითაც. ვნახოთ, ამის მიხედვით საით წავა პროცესი. მათ ჰქონდათ წარმოდგენილი ვარიანტი გერმანული მოდელის ფარგლებში და გერმანული მოდელისგან დამოუკიდებლად საერთაშორისო პარტნიორებმა შემოგვთავაზეს ის ნაწილი, რომელიც მხოლოდ მაჟორიტარულ არჩევნებს ეხება. ამაზე იქნება მსჯელობა და ვნახოთ როგორ გაგრძელდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდისა და გაერთიანებული ოპოზიციის დიალოგის მეორე რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით გუშინ, 8 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ შედგა, შეხვედრა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)