|
2018-06-06 19:58:24, 1239 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა დაშავებული მოქალაქე სტეფანწმინდიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, დაშავებული მოქალაქის სტეფანწმინდიდან თბილისში გადმოყვანა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ოპერატიულად უზრუნველყვეს. შსს-ს ცნობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში 38 წლის მამაკაცმა ელექტროხერხით ფეხი დაიზიანა, რის შედეგადაც ბევრი სისხლი დაკარგა. „შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა განაცხადეს, რომ, კატასტროფის ბრიგადის ჩასვლამდე, საჭირო იყო დაუყოვნებლივ პაციენტის ვერტმფრენით თბილისში ტრანსპორტირება და საავადმყოფოში მოთავსება, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ამ დროისთვის, დაშავებული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)