13:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 15:32:10, 797 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციას იწყებს

დედაქალაქის მერია ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, ხიდები ათეულობით წელია ექსპლუატაციაშია და მისი რეაბილიტაცია აქამდე არ განხორციელებულა. 

„მინდა ვაცნობო თბილისელებს, რომ ჩვენ  დღეს ვიწყებთ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტს - ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციას. პროექტი ეფუძნება კვლევას, რომლითაც შეფასდა მისი ტექნიკური მდგომარეობა და დადგინდა აღდგენითი სამუშაოების საჭიროება.  ხიდების რეკონსტრუქცია შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ეს პროცესი მოიცავს დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟსა და ახლის აშენებას, ჰიდროიზოლაციისა და წყალარინების სისტემის მოწყობას და სხვა სახის სამუშაოებს. ძირითადი კონსტრუქციის აღდგენის შემდეგ, დაიგება ასფალტის ახალი საფარი.
პროექტის ღირებულება მილიონ ნახევარი ლარია და შემიძლია ვთქვა, რომ როგორც წელს, ისე მომდევნო წლებში კიდევ არაერთი ასეთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

ამასთან, როგორც მერის მოადგილე  ირაკლი ბენდელიანმა  განაცხადა, პროექტის განხორციელების პროცესში  თბილისის მერია საპატრულო პოლიციასთან ერთად კოორდინირებულად იმუშავებს საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით  დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად. 

სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ ვარკეთილის ხიდები) აღდგენა - რეკონსტრუქციის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს. 

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე, სამი თვით, საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით; ამ პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა გადაერთვება საპირისპირო მიმართულებაზე და მოძრაობა გახდება ორმხრივი; სამუშაოების წარმოების მეორე ეტაპზე შეზღუდვა იმოქმედებს აეროპორტიდან თბილისისკენ მომავალ მიმართულებაზე და საპირისპირო მიმართულება გახდება ორმხრივი.

სამუშაოებს აწარმოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია „პასაჟი საქართველო“. სარეაბილიტაციო ღირებულება 1 581 600 ლარს შეადგენს. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics