|
2018-06-05 17:57:04, 1258 ნახვა
საზოგადოება
მემანქანე: თუ გაფორმდება შეთანხმება, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან გაგვეზრდება ხელფასები, მუშაობას ხვალ განვაახლებთ
თუ მხარეებს შორის დოკუმენტურად გაფორმდება შეთანხმება, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან გაგვეზრდება ხელფასები, მუშაობას ხვალ დილიდანვე განვაახლებთ, - ამის შესახებ გაფიცულმა მემანქანემ ზაზა ბარბაქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მემანქანემ მოქალაქეებს შექმნილი პრობლემებისთვის ბოდიში მოუხადა: "ქალაქი არის პარალიზებული. ხალხი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რადგან გადაადგილება უჭირთ და სამსახურებში აგვიანებენ. ცხადია ეს ყველაფერი არის პრობლემური და ამისათვის, მოსახლეობას ბოდიშს ვუხდით. უახლოეს საათებში ველოდებით მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას. როგორც კი, შედგება ხელმოწერილი დოკუმენტი, აუცილებლად ხვალ დილიდან დავიწყებთ მუშაობას. თუმცა არამგონია, რომ 06:00 საათიდან შევძლოთ მუშაობა. რადგან მემანქანე ვერ მივა მაგ დროს სამსახურში, მგონია, რომ მეტროს მუშაობა 08:00 საათიდან განახლდება", - განაცხადა ზაზა ბარბაქაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)