|
2018-06-05 16:51:53, 1242 ნახვა
საზოგადოება
საღამოს საათებში ავტობუსების 34 მარშრუტზე დამატებითი რეისები შესრულდება
საღამოს საათებში მუნიციპალური ავტობუსების 34 მარშრუტზე ინტერვალების შესამცირებლად დამატებითი რეისები შესრულდება. მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის პერიოდში მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისთვის თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შემდეგ მარშრუტებზე გავრცელდება: N2, N3, N6, N11, N15, N17, N19, N20, N25, N27, N39, N42, N44, N46, N47, N49, N50, N55, N56, N59, N61, N62, N70, N71, N72, N85, N86, N87, N88, N91, N92, N99, N101 და N102. შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს, 15:00 საათზე მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვის შესახებ განაცხადეს. მათ შიმშილობაც დაიწყეს. ისინი ხელფასების 45%-ით გაზრდას ითხოვენ. როგორც მემანქანეებმა განაცხადეს, ისინი გაფიცვას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აღნიშნულის გამო, უკვე მეორე დღეა დედაქალაქის ყველა მეტროსადგური დაკეტილია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)