|
2026-10-05 22:09:28, 364 ნახვა
რეგიონი
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
თურქეთში ჟურნალისტი თუბა თექერექი ქართველ ლგბტქ+ აქტივისტთან ინტერვიუს მიზეზით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი თურქული მედია სააგენტო Bianet ავრცელებს. მედიის ცნობით, ჟურნალისტი და მწერალი თუბა თექერექი დააკავეს ლგბტქ+ ორგანიზაციებისა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური გამოძიების ფარგლებში. მათივე ცნობით, თურქეთის ხელისუფლება ჟურნალისტის დაკავების მიზეზად მიუთითებს 2024 წლის სტატიას, რომელიც მან საქართველოში ლგბტქ+ უფლებების შესახებ დაწერა. „თექერექი სტამბოლში ღამით დააკავეს და პოლიციის ზნეობის ბიუროში გადაიყვანეს, სადაც თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით გათვალისწინებული „უხამსობის“ ბრალდებით გამოკითხეს. მოგვიანებით იგი ანკარაში გადაიყვანეს და ანკარის სასამართლოში იმყოფება, სადაც, სავარაუდოდ, პროკურორებს მისცემს ჩვენებას“, – წერს მედია. სტატია, რომელიც თექერექის დაკავების საფუძვლად დასახელდა, Kaos GL-მა 2024 წლის 26 ოქტომბერს გამოაქვეყნა, სათაურით: „ლგბტქ+ ადამიანად ყოფნა საქართველოს არჩევნებზე: „თავს ერთდროულად გმირადაც ვგრძნობ და დისტოპიაშიც“. Kaos GL თურქეთში ლგბტქ+ უფლებადაცვითი ორგანიზაციებიდან ერთ-ერთ ყველაზე ძველ და მსხვილ გაერთიანებას წარმოადგენს. ასოციაცია Kaos GL ერთ-ერთი ის ჯგუფია, რომელიც თურქეთში მიმდინარე გამოძიების ცენტრშია. მისი გამგეობის წევრები ანკარაში 13 სექტემბრის რეიდების დროს დააკავეს. სტატიაში თექერექი აშუქებდა საქართველოში ლგბტქ+-ის წინააღმდეგ მიმართულ კანონმდებლობას, საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ ანტი-ლგბტქი+ რიტორიკასა და „თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელის, თამარ ჯაყელის უსაფრთხოების პრობლემებს. რეპორტაჟში ასევე განხილული იყო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ანტი-ლგბტქ+ კამპანია ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების წინ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონმდებლობა. თექერექის სტატიაში ასევე აღნიშნული იყო, რომ საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციები მზარდი ზეწოლის, ახალი კანონმდებლობისა და თავდასხმის მუქარების ფონზე საქმიანობის გაგრძელებას ძლივს ახერხებდნენ. თურქეთის ჟურნალისტთა პროფკავშირმა (TGS) დაგმო თუბა თერექის დაკავება და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. „ჟურნალისტის საქმე ახალი ამბების გაშუქებაა. ჩვენ არ ვაღიარებთ პროფესიული საქმიანობის გამოძიებისა და დაკავების საფუძვლად ქცევას. პრესისა და გამოხატვის თავისუფლების გარეშე ჟურნალისტებისთვის პროფესიული უსაფრთხოება ვერ იარსებებს,“ — განაცხადა პროფკავშირმა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)