|
2026-10-04 11:12:34, 365 ნახვა
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა, იუწყება DPA. გერმანიის მთავრობაში სააგენტოს წყაროების ცნობით, ეს მოიცავს ათასობით დრონის მიწოდებას და შორი დისტანციის იარაღის წარმოების დაჩქარებას. მერცი უკრაინის დედაქალაქში კვირას მატარებლით ჩავიდა. „თუ რუსეთი არ შეჩერდება, მისი სამხედრო მანქანა ადრე თუ გვიან ჩვენს წინააღმდეგ შემობრუნდება“, - განაცხადა კანცლერმა. მას კიევში თან ახლავს ეკონომიკის მინისტრი კატრინ რაიხე და თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორების გერმანული ბიზნესის ათი წარმომადგენელი. სამთავრობო წყაროების ცნობით, ვიზიტის დროს მერცი აპირებს გერმანიის უკრაინის მიმართ ახალი ფინანსური და სამხედრო ვალდებულებების გამოცხადებას. კერძოდ, ბერლინი გეგმავს უკრაინისთვის ათასობით დრონის მიწოდებას, რომლებიც შექმნილია უპილოტო საფრენ აპარატებთან საბრძოლველად და შორი დისტანციის იარაღის წარმოების დასაჩქარებლად.
პენტაგონმა ამერიკელი ჯარების ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაყვანის ნებართვა გასცა
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)