|
2026-10-01 15:55:39, 376 ნახვა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
"ევროპის სახალხო პარტიის" რეზოლუციაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აშკარა შიშს და მომავალ საფრთხეს განიცდიან. დილიდან ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები არ იშურებენ ეპპ-ს სალანძღავ სიტყვებს და ყველა მომაკვდინებელ დანაშაულს აბრალებენ ევროპაში ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებას. ევროპის სახალხო პარტიამ რეზოლუცია „საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება“ წარადგინა. როგორც ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაშია აღნიშნული, დოკუმენტის წარმდგენები გამოხატავენ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში ავტორიტარიზმის დრამატული გაძლიერებისა და ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა კრიზისის გამო. „გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში ავტორიტარიზმის დრამატული გაძლიერებისა და ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა კრიზისის გამო, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ განცხადების შემდეგ გრძელდება; ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძო პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემატური დარბევა, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების, სისხლისსამართლებრივი დევნის, დაშინებისა და რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენებით; ვინაიდან 2026 წლის 11 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიორგი ბარამიძის, ღალატის ბრალდებით დაკავება წარმოადგენს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენების შემდგომ ესკალაციას და აჩვენებს პოლიტიკური თვითგამოხატვის მზარდ კრიმინალიზაციას; ვინაიდან სასამართლო სისტემა კვლავ გამოიყენება პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად და არა კანონის უზენაესობის დამოუკიდებელ გარანტად; ვინაიდან „ქართული ოცნების“ შიდა ფრაგმენტაციას თან ახლავს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების უპრეცედენტო წმენდა, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლება, გამოძიებები, დაკავებები და ყოფილი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა; ვინაიდან ეს მოვლენები მმართველი პოლიტიკური ისტებლიშმენტის მზარდ არასტაბილურობაზე მიუთითებს და სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმის გამო, რომ შერჩევითი ანტიკორუფციული დევნა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა სულ უფრო მეტად გამოიყენება რეჟიმის შიდა კონსოლიდაციისა და პოლიტიკური კონტროლის გაძლიერების ინსტრუმენტებად; ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ განაახლა საჯარო განცხადებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, რასაც თან ახლავს საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმალური პროცედურის გამოყენება; ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და ქმნის პირობებს ერთპარტიული დიქტატურის კონსოლიდაციისთვის; ვინაიდან შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების ფუნდამენტური თავისუფლებები კვლავ მკაცრად იზღუდება, ხოლო მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ სარწმუნო ბრალდებები სათანადოდ არ არის გამოძიებული; ვინაიდან დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური ინსტიტუტების წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა, ასევე საჯარო მოხელეების დაშინებამ და თანამდებობიდან გათავისუფლებამ კიდევ უფრო შეასუსტა დემოკრატიული ინსტიტუტები; ევროპის სახალხო პარტიაში გამოხატავენ სოლიდარობას ქართველი ხალხის, მათი დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებების, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში კონსტიტუციით გარანტირებული ლეგიტიმური უფლებების დასაცავად. „კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას საქართველოს ხალხის მიმართ, მათი დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებების, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში კონსტიტუციით გარანტირებული ლეგიტიმური უფლებების დასაცავად; მკაცრად ვგმობთ გიორგი ბარამიძის აშკარ პოლიტიკური მოტივით დაკავებას და მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გათავისუფლებას და ყველა პოლიტიკურად მოტივირებული საქმის წარმოების დაუყოვნებლივ შეწყვეტას; მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, აკრძალვისკენ მიმართული სამართლებრივი პროცედურები და პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმსა და მოქალაქეების უფლებას, თავისუფლად აირჩიონ საკუთარი პოლიტიკური წარმომადგენლები; მოვუწოდებთ წამების, არასათანადო მოპყრობის, ძალის გადამეტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევების შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ; მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პოლიტიკურ რეპრესიებზე, ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, არჩევნების მანიპულირებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიტაცებაზე; ხაზს ვუსვამთ, რომ „ქართული ოცნება“ სრულად არის პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომლებიც შესაძლოა, მოჰყვეს საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ევროკავშირის 2018/1806 რეგულაციის გადასინჯული ვერსიის მე-8ა მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; და მოუწოდებს ევროკომისიას, უზრუნველყოს აღნიშნული მექანიზმის მიზნობრივი გამოყენება პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ; კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არსებული პოლიტიკური და საკონსტიტუციო კრიზისი, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას აფერხებს და რუსეთის გავლენის მიმართ ქვეყნის მდგრადობას ასუსტებს, შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ რეალურად თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების გზით, რომლებიც ჩატარდება დემოკრატიულ გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ და სანდო საერთაშორისო დაკვირვების პირობებში“, – ნათქვამია დოკუმენტში. „ევროპის სახალხო პარტიას“ დემოკრატია არც საკუთარ ქვეყანაში ადარდებთ, არც ევროპულ სტრუქტურებში და მით უმეტეს, არც ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, ერთადერთი, რაც „ევროპის სახალხო პარტიას“ ადარდებს ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობა წაახალისონ. „ამას ვერ ახერხებენ და ეს მოცემულობაა ის, რის გამოც წყობიდან გამოდიან. რა თქმა უნდა, ამგვარი ქმედებებით, მოთხოვნებით და რეზოლუციებით საწადელს ვერასდროს მიაღწევენ. უბრალოდ, ჩვენს საზოგადოებას გაუადვილებენ სწორი, ობიექტური და სამართლიანი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას. ასე გააგრძელონ, ჩვენ ამისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. EPP-ისთვის „ნაცები“ და მიხეილ სააკაშვილი მათი სხეულის გაგრძელებაა. ახლა რომელი სხეულის და როგორის, ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ერთ სხეულს წარმოადგენენ და საქართველოს ერთნაირად მტრობენ. ამიტომ, ეს მათი მხრიდან პირველი ნაბიჯი არ არის, მაგრამ, როგორც ყველა ნაბიჯი იყო მცდარი და ამაო, ასე იქნება მომავალში მათი სწრაფვების გაბათილება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა. „ევროპის სახალხო პარტია“ სააკაშვილის და მისი სადისტური რეჟიმის მეგობრებით არის დაკომპლექტებული და ისინი საქართველოს თაობაზე ევროკავშირისგან სხვას რას მოითხოვენ?, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მათთვის სიმართლე არ არის სიმართლე. „ყოველთვის მოცემულობას იქ ეძებენ, სადაც ეს არ არსებობს. სააკაშვილის და აგენტურის დღის წესრიგიდან გამომდინარე ცდილობენ,
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)