|
2026-10-05 19:03:54, 472 ნახვა
სამართალი
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, ძებნილი მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ - იუსწება საქართველოს პროკურატურა. მათივე ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. "მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, ძებნილი მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ. 2024 წლის 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მცირეწლოვნის გაუპატიურების ჩადენისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2006 წლიდან 2013 წლამდე დროის პერიოდში, მსჯავრდებული ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად აუპატიურებდა წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს. ბრალდებული თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით (გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი - 2013 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა. საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი მსჯავრდებული 2024 წლის 22 ოქტომბერს სამართალდამცავებმა ქალაქ ლონდონში დააკავეს. გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ძებნილი მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ." - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)