|
2026-10-05 18:58:37, 480 ნახვა
სამართალი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
ადვოკატ ანა აკოფოვა, თავისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის ლაშა ჩაჩანიძის მონაყოლის მიხედვით ამბობს, ის რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებიდან ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც მე-6 საპატიმროში საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა ხელკეტებით სცემეს, იმის გამო, რომ საკნიდან შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა პატიმარ გიორგი დავითაძეს. ადვოკატმა ანა აკოფოვა ლევან ჩაჩანიძე, დღეს 5 ოქტომბერს, დილის საათებში მოინახულა ბათუმის მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ჩაჩანიძის ინფორმაციით, ის კიდევ ორ პატიმართან ერთად 3 ოქტომბერს, შაბათს გადაიყვანეს. "ლაშა ჩაჩანიძე მოთავსებლი იყო მე-6 პენიტენიციურ დაწესებულებაში, ის დაგვიკავშირდა სხვების მეშვებით. ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა შეძლო თავის ოჯახის წევრებთან დაკავშირება და მისგან მოგვაწვდინა ხმა", - ეუბნება აკოფოვა რადიო თავისუფლებას. ადვოკატის თქმით, ლაშა ჩაჩანიძემ მას კიდევ ორი მსჯავრდებულის ვინაობაც უთხრა, თუმცა ფურცელი, რომელზეც ანა კოფოვამ ეს ჩაიწერა, მისი სიტყვებით ციხის ადმინისტაიმ არ გამოტანა და მოგვიანებით, ფოსტით მოელის მის მიღებას. ადვოკატის თქმით, მის ინფორმაციით დაზიანებები სამივე პატიმარს აქვს. "რაც შეეხება ლაშას, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. თავი, ხელები, ფეხები, მუხლები აქვს ძალიან დაზიანებული, ასევე ზურგის არეშიც აქვს დარტყმები მიყენებული... ის განიცდიდა ძალიერ ტკივილს, ვინაიდან რამდენიმე ადამიანი ერთად ესხმოდა თავს.მინიმუმ ათამდე ადამიანი". ავდოკატის თანამად, ლაშა ჩაჩანიძეს ყველა მათგანის ამოცნობა შეუძლია. ანა აკოფოვა, ლევან ჩაჩანიძის მონათხობის მიხედვით ამბობს, რომ ბათუმის მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის დროს "ექიმმა, რა თქმა უნდა, შეამოწმა და ეს დაზიანებები იქნება აღწერილი. როგორც მითხრა გამომძიებელიც შემხვდაო. ეს არის პენიტეციური სამსახურის გენერალური ინსპექცია, რომელიც სწავლობს ამ ტიპის დააშაულებს. მათი რეაგირების შესახებ, მე ამ ეტაპზე არაფერი ვიცი. შევატყობინე პროკურატურას და ველოდები მათ რეაგირებას, რომ დაიწყოს დროული გამოძიება და მაცნობონ შედეგები. მოვითხოვთ, ჩაუტარდეს დაუყოვნებლივ სამედიცინო ექსპერიზა და ეს დაზიანები აისახოს დროულად", - ამბობს ადვოკატი. "მე- 6 დაწესებულება, არის განსაკუთრებული რისკის დაწესებულება, მსჯავრებულები განთავსებული არიან სამარტოო საკანში ან მაქსიმუმ ორი იყოს ერთ საკანში განთავსებული. ლაშას შემთხვევაში, საკანში მოთავსებული იყო მხოლოდ ლაშა. რაც შეეხება დანარჩენ პირებს ისინი ცალ-ცალკე საკნებში იყვნენ განთავსებული. სოლიდარობა გამოხატეს მხოლოდ გადაძახილებით, სხვა შესაძლებლობა ამ მსჯავრებულებს, დაწესებულების ტიპიდან გამომდინარე არ გააჩნიათ, ეს გადაძახილები არ აპატიეს მსჯვარებულებს ციხის ადმინისტაციამ", - ამბობს ავოკატი. მის ინფორამაციით, ბადრაგმა საკნიდან პირველი გაიყვანა ლაშა ჩაჩანიძე, ისეთ ოთაში "სადაც არ არის კამერები და იქ მოხდა მერე ფიზიკურად გასწორება ამ ადამიანებისადმი". ადვოკატის სიტყვებით საკნიდან გამოყვანას და საკანში დაბრუნება ასახავს კამერები, სწორდ ამიტომ ითხოვენ კამერების ჩანაწერებს. "ცალსახა იქნება როგორები გამოჰყავთ საკნიდან და როგორები შეჰყავთ".
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)