02:11 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-05 18:49:38, 377 ნახვა

კომენტარი
ანი წითლიძე - ყველას მოვუწოდებ, თუ აქვთ საშუალება და სურვილი, რომ გამოიყენონ საპროცესო შეთანხმება

ყველას მოვუწოდებ, თუ აქვთ საშუალება და სურვილი, რომ გამოიყენონ საპროცესო შეთანხმება, აუცილებლად უნდა ისარგებლონ ამით. მე ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ.  - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერი იყო წინააღმდეგობის დღე. ეს ადამიანები არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები.

„ნებისმიერი ადამიანის პირადი გადაწყვეტილებაა რას იზამს და რა შესაძლებლობას გამოიყენებს. ეს საპროცესო შეთანხმება არის ტაქტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ. მე ყველას მოვუწოდებ, თუ აქვთ საშუალება და სურვილი რომ გამოიყენონ საპროცესო შეთანხმება, აუცილებლად უნდა ისარგებლონ ამით. ისინი ამ შეთანხმების შედეგად გარეთ იქნებიან და ჩვენ ამ ბრძოლაში გარეთ უფრო გვჭირდება ადამიანები ვიდრე ციხეში. ამიტომაც ვერანაირად ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ეს ისრები იმ მიმართულებით გადაისროლოთ რა მიმართულებითაც გადაისროლეთ.

4 ოქტომბერი იყო წინააღმდეგობის დღე. ეს ადამიანები არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები. ეს ტაქტიკაც, რომ საპროცესო გააფორმონ არის მათი უფლება და ამაში დასაძრახს ვერაფერს ვერ ვხედავ. ბრძოლა ქვეყნის თავისუფლებისთვის, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ აუცილებლად გაგრძელდება.

ნებისმიერი რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებული ტაქტიკური სვლა, იქნება ეს საპროცესო შეთანხმება თუ სხვა რამ, იმისათვის რომ ამ ადამიანებმა, რომლებიც უსამართლოდ ტყვედ ჰყავს რეჟიმს აყვანილი, ციხეს თავი დააღწიონ და იყვნენ გარეთ, იბრძოლონ, არის გამოსაყენებელი და მისასალმებელი“, - განაცხადა წითლიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics