02:11 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-05 18:40:10, 341 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა

საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, EFSE-ს მხარდაჭერით, ბათუმში სალომე არღვლიანის ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა.

მასში მონაწილეობა 40-მდე ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო.

მეწარმე ქალები გაეცნენ ბიზნესის განვითარების ხუთ კრიტიკულ საფეხურს და თითოეულ მათგანზე არსებულ ძირითად გამოწვევებს. განიხილეს, თუ რა არის ლიდერის მთავარი დანიშნულება ბიზნესის ზრდის სხვადასხვა ფაზაში, როგორ იცვლება თავად ლიდერი და, შედეგად, როგორ ცვლის ის ბიზნესს. ვორკშოპზე ისაუბრეს იმაზეც, როგორ აღმოაჩინონ საკუთარი ლიდერობის მოდელი, მისი გამოწვევები და შესაძლებლობები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც თანამშრომელთა ლოიალობისა და ჩართულობისა ასამაღლებლად გამოიყენება.

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, მეწარმეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს ქმნის. ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერია სწორედ ამ მიზანს ემსახურება და მონაწილეებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

ბიზნეს 360˚-ის პლატფორმის ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics