02:11 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-05 13:48:47, 547 ნახვა

კომენტარი
შარმანაშვილი პატიმარ დავითაძეზე - რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს?

"ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით შანტაჟს გაუწევენ სახელმწიფოს" - განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, თენგიზ შარმანაშვილმა, პატიმარ გიორგი დავითაძის სავარაუდო გაუპატიურების საქმეზე.

მისი თქმით, კადრებმა დაადასტურა, რომ ის წინააღმდეგობას უწევდა იმ პროცედურას, რაც დამკვიდრებულია.

ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით შანტაჟს გაუწევენ სახელმწიფოს, სახელმწიფო კი გამოაჩენს სისუსტეს, თავში ხელს შემოირტყამს და იტყვის: "კარგით, გადით გარეთ. მართალია, თქვენ რვა ტყვია ესროლეთ პოლიციას, მაგრამ მეორედ აღარ ესროლოთ, რა, აქედან რომ გახვალთ. დანარჩენი წადით და ამას დავივიწყებთ." ეს ასე არ მოხდება.

კადრებმა დაადასტურა, რომ ის წინააღმდეგობას უწევდა იმ პროცედურას, რაც დამკვიდრებულია. მათ ეგონათ, რომ ეს კადრები უკვე აღარ არსებობდა, იმიტომ რომ, როგორც წესი, ასეთი კადრები ადრე ერთი თვე, თვე-ნახევარი ან ორი თვე ინახებოდა. ეტყობა, ახლა წესი შეიცვალა და უფრო ხანგრძლივად ინახება. როდესაც ამ ნარატივების დაგროვება დაიწყო ამ ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ, უცებ საჯაროდ გამოქვეყნდა ეს ყველაფერი და ამას ნამდვილად არ ელოდნენ.

რა საგანი გადაყლაპა? თუ ეს საგანი ისეთი საფრთხის შემცველია, გადადი იმ საავადმყოფოში, რომელიც შემოგთავაზეს, ხომ? თუ არ არის საფრთხის შემცველი, რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს? გაუგებარი რაღაცებია. არა, ჩემთვის ძალიან გასაგებია, მაგრამ რაღაც ბავშვური საქციელია. ასეთი შანტაჟებით სახელმწიფო არაფერს დათმობს, წარმოუდგენელია. - განაცხადა შარმანაშვილმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics