02:11 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-05 13:39:37, 463 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - სანქციებით ვერავინ შეგვაშინებს

„მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ევროკავშირთან ურთიერთობაზე  „ევროპელ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) და „ევროპული ლიბერალური ფორუმის“ ერთობლივი მიმართვის გათვალისწინებით, სადაც ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესებას ითხოვენ.

„ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას რაც შეეხება, ამაზე პირდაპირ ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობა სიმართლეს და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს,  ისე, რომ ვიღაცამ ზემოდან არ შემოგვხედოს და არ გაბრაზდეს იმაზე, ქვეყანა ევროპულ სანქციებს რომ არ მიუერთდა და არ დააზარალა საკუთარი ეკონომიკა, არ გავითვალისწინეთ მათი მუქარები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა მხოლოდ მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოვენ, ქართველი ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

„ამ ადამიანების განცხადებები ტყუილით არის ხოლმე გაჯერებული. მაგალითად, როდესაც კონკრეტულ არგუმენტებს ვითხოვდით, როდესაც გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ ჩვენ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდნენ ვთხოვეთ კონკრეტული არგუმენტები წარმოედგინათ, რაც ვერ შეძლეს.  არგუმენტი არც გააჩნიათ, უბრალოდ ასრულებენ იმ დავალებების, რასაც ქვეყნის წინააღმდეგ ავალებენ.  რაც შეეხება პერსონალურ დასანქცირებას, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამით ვერავინ შეგვაშინებს. მთავარია, გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რითიც შევინარჩუნებთ მშვიდობას და მოვახდენთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, -  აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics