02:11 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-05 12:23:12, 533 ნახვა

საზოგადოება
კავკასიის უნივერსიტეტის CU Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა

 4 ოქტომბერს "კავკასიის უნივერსიტეტის" მიერ გამართულ პირველკურსელთა ტრადიციულ წვეულებას CU Welcome Party for Freshmen 2026, რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა. 5 სტუდენტი ამჟამად მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში გადის.

არაერთი სტუდენტი აღნიშნავს, რომ CU Welcome Party for Freshmen 2026-ის დასრულების შემდეგ, გვიან ღამით და მომდევნო დღეს, პირველკურსელების დიდ ნაწილს აღენიშნებოდა ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი მსგავსი ნიშნები (გულისრევა, საერთო სისუსტე, მაღალი ტემპერატურა)

სტუდენტების ნაწილი ვარაუდობს, რომ მოწამვლის მიზეზი შესაძლოა წვეულებაზე არსებული გაზიანი სასმელები, წყალი ან ქეითერინგის მიერ მიწოდებული საკვები გამხდარიყო, თუმცა ზუსტი ლოკაცია და პროდუქტი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

რამდენიმე ახალგაზრდა წერს, რომ მათ მეგობრებსა და ჯგუფელებს დასჭირდათ სამედიცინო დახმარება და საავადმყოფოებში გადაყვანა, სადაც გადასხმები ჩაუტარდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics