|
2026-10-05 12:04:12, 548 ნახვა
სხვადასხვა
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და მათი 19 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული თეიმურაზ გოგიაშვილია, იგი უკრაინაში რუსების მხარეს ომობდა
გამოცემა Важные истории-ის ინფორმაციით, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და მათი 19 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული თეიმურაზ გოგიაშვილი სეპარატისტული ბატალიონის „სპარტას“ ყოფილი მებრძოლია და ის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საველე მეთაურთან, არსენ პავლოვთან, მეტსახელად "მოტოროლასთან" ერთად იბრძოდა. ამ ვერსიას ასევე ადასტურებს უსაფრთხოების ძალებთან დაკავშირებული Telegram არხი 112. უკრაინელი აქტივისტების ინფორმაციით, დონბასში კონფლიქტის დაწყებამდე გოგიაშვილი ლუგანსკში ეკონომისტის სპეციალობაზე სწავლობდა, ხოლო შემდეგ ლოგისტიკურ კომპანიებსა და „სევერსტალში“ მენეჯერად მუშაობდა. აქტივისტები ამტკიცებდნენ, რომ მას შემდეგ, რაც მან საქართველოში თაღლითური დანაშაულები ჩაიდინა, შეუერთდა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო ფრონტს“ ფსევდონიმით „გოგი“ ან „გოგა“, თუმცა გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამის დამოუკიდებელი დადასტურება არ არსებობს. გამოცემა Важные истории წერს, რომ დონბასის ომის პირველი ფაზის დროს გოგიაშვილი დაქორწინებული იყო ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრზე“. ომის შემდეგ, გაჟონილი მონაცემების მიხედვით, იგი 2019 წლიდან 2021 წლამდე მუშაობდა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია "Россия сегодня" -შიც. 2021 წელს კი გამარტივებული წესით მიიღო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. მას შემდეგ მისი ლეგალური საქმიანობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. იგი ძირითადად მოსკოვში ცხოვრობდა, თუმცა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რეგულარულად კვეთდა საზღვარს უკრაინის ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. თეიმურაზ გოგიაშვილი ფიტნეს-ტრენერია და ასევე ავტომანქანების ნაწილების გაყიდვებისა და ტექმომსახურების სფეროში ინდმეწარმედ არის რეგისტრირებული. 53 წლის ელენა წერეთელი და 19 წლის დარია წერეთელი 3 ოქტომბერს მოკლეს. ქალის ცხედარი მისივე სახლის აივანზე იპოვეს, ხოლო გოგონასი - ავტოფარეხში. „მან ორივე მკვლელობა აღიარა. თქვა, რომ ჯერ გოგონა ავტოფარეხში მოკლა, შემდეგ კი მისი დედა... აღმოაჩინეს იარაღისა და საბრძოლო მასალის სამალავი" - წერს რუსული მედია სამართალდამცავ წყაროზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, გოგიაშვილი ელენა წერეთლის პარტნიორი იყო, მკვლელობის მოტივი კი მათ შორის ფინანსური უთანხმოება გახდა. გოგიაშვილი ქალაქ ვორონეჟში, 40 წლის ქალთან ერთად დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ქალი დანაშაულის თანამონაწილე.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)