13:50 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-12 09:01:22, 421 ნახვა

პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულდა.

საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა და დასუფთავების სამსახურმა მუშაობა დაიწყო.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე აღარ არიან პოლიციის ეკიპაჟები.

ცენტრალური გამზირის სიახლოვეს რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი პატრულირებდა.

აქციის მე-14 დღეს, მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის წინ შეკრება, დაახლოებით, 19:00 საათზე დაიწყეს.

დემონსტრაციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, წინა საპროტესტო ღამეებისგან განსხვავებით.

შეგახსენებთ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია 28 ნოემბრიდან იმართება. საქართველოსა და სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics