02:16 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-16 13:23:35, 1529 ნახვა

მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ 70 ახალი სანქცია დააწესა, რომელთა სამიზნე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები, სამხედრო შესყიდვებისა და უკანონო ფინანსური ქსელებია, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით გამოიყენება.

სანქციების სიაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 20-ზე მეტი ნავთობტანკერი მოხვდა. ასევე, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც რუსეთის მიერ ნავთობის უკანონო ვაჭრობას ხელს უწყობენ.

„ეს სანქციები მიმართულია იმ გემების, თანხებისა და პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო ეკონომიკას და შესაბამისად, საფრთხეს უქმნიან ევროპის უსაფრთხოებას“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.

ახალი სანქციები შეეხო რუსეთის სამხედრო დაზვერვის ქსელს, კერძოდ კომპანია LLC Neptune Co Ltd-ს (Neptune). დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, Neptune რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის დასავლური ტექნოლოგიების ფარულად შეძენაშია ჩართული.

ასევე, სანქციები გავრცელდა მესამე ქვეყნების კომპანიებზე, რომლებიც რუსეთს შეიარაღებას აწვდიან, კერძოდ კომპანიებზე ჩინეთიდან, ტაილანდიდან და თურქეთიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics