19:41 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-19 18:30:33, 434 ნახვა

კომენტარი
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ რესპუბლიკის მარიონეტ პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით მილოცვის წერილი გაუგზავნა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება ადასტურებს ხალხის მხრიდან მის მიმართ მაღალ ნდობას.

„ძვირფასო მარატ არკადიევიჩ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. არჩევნებში თქვენი დამაჯერებელი გამარჯვება ადასტურებს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მხრიდან თქვენს მიმართ მაღალ ნდობას“, - ნათქვამია კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ დეპეშაში.

რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები მეგობრული და მოკავშირეობრივია. პუტინმა გამოთქვა რწმენა, რომ კამბოლოვი ხელს შეუწყობს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების შემდგომ პროგრესულ განვითარებას მათი ხალხების საკეთილდღეოდ, ასევე რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ინტერესებში.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics