17:59 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-19 16:38:31, 389 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, მათ შორის, მათ ბოლო ცვლილებებს, რომელთა საფუძველზეც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 18 სექტემბერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

EU-ს განცხადებით, კენჭისყრის შედეგები ბათილია და მას იურიდიული ძალა არ აქვს.

ევროკავშირმა მკაცრად დაგმო მოსკოვის ქმედებები, რომლებიც ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტად რუსეთის სახელმწიფო უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნის, მარატ კამბოლოვის, დანიშვნას ემსახურებოდა.

EU-მ ასევე დაგმო 9 მაისს ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება “სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” და რუსეთის მცდელობები, ოკუპირებული რეგიონი საკუთარ პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცეებში მოაქციოს.

ევროკავშირის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯები ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის სამომავლო უკანონო ანექსიისკენ არის მიმართული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ქმედებები სისტემატურად აღრმავებს დაყოფას, საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა და რუსეთს მოუწოდა, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და შეწყვიტოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება.

EU-მ ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული რჩება, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის გზით.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
კახა კალაძე სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics