|
2026-09-19 17:11:03, 361 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
რუსეთმა ონლაინ დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყო, რათა გავლენა მოახდინოს ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე შეერთებულ შტატებში, იტყობინება The New York Times, აშშ-ის დაზვერვის კლასიფიცირებულ ანგარიშებზე დაყრდნობით. მონაცემების თანახმად, კრემლმა დაამტკიცა კიდევ ერთი ჩარევის კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ქაოსის დათესვას და ამერიკულ საზოგადოებაში განხეთქილების გაღრმავებას, კონკრეტული პარტიის მხარდაჭერის ნაცვლად. მკვლევარების მიერ აღმოჩენილი მასალები, ჯერჯერობით, ძირითადად კონკურენტულ ოლქებში დემოკრატი კანდიდატების სამიზნეა. ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოიყენება ყალბი კონტენტის შესაქმნელად და გასავრცელებლად. ბევრი ვიდეო CNN-ის, BBC-ის და NYT-ის კონტენტის მიხედვით არის შექმნილი, სადაც კანდიდატებს კორუფციაში, ანტისემიტიზმსა და ლგბტ უფლებების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. მაგალითად, ფართოდ გავრცელდა ყალბი ვიდეო, რომელშიც მსახიობ ჯეიმი ლი კერტისს მიეწერება დემოკრატების კრიტიკა მათი ტრანსგენდერული პოლიტიკის გამო. ეს ბრალდება უარყოფილ იქნა, მაგრამ ყალბ X პოსტმა თითქმის 200,000 ნახვა მოიპოვა. მკვლევრებმა ბოლო კვირის განმავლობაში მსგავსი პუბლიკაციების ორი ტალღა დააფიქსირეს. ანალიტიკურმა ფირმა Graphika-მ ეს აქტივობა რუსეთის ოპერაცია „გადატვირთვის“ ოპერაციას, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „მატრიოშკა“, დაუკავშირა. ამასობაში, აშშ-ის დაზვერვას არ აღმოუჩენია საარჩევნო ინფრასტრუქტურის ჰაკერული შეტევის არცერთი მცდელობა, რამაც შეიძლება პირდაპირ საფრთხე შეუქმნას ხმის მიცემის პროცესს. გამოცემის მიერ გამოკითხული აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია ნაკლებად მასშტაბური და კოორდინირებული ჩანს, ვიდრე რუსეთის წინა ოპერაციები. მათი თქმით, დაზვერვის სააგენტოები თვლიან, რომ მოსკოვი ნაკლებად არის დაინტერესებული შუალედური არჩევნებით, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებით. გარდა ამისა, მისი ყურადღება უკრაინასთან გაჭიანურებული ომის გამო გადაიტანეს. ამასობაში, Graphika-ს უფროსი მკვლევარი ჟან ლე რუ პროგნოზირებს, რომ რუსული კამპანია „იმპულსს მოიკრებს“. „არა მგონია, რომ ისინი შეჩერდნენ“, - თქვა მან.
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
კახა კალაძე სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)