20:11 - 19 Sep, 2026
|
2025-06-11 17:18:42, 1088 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს ხვდება
მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებთან შეხვედრას მართავს. შეხვედრა ზურაბიშვილის ოფისში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. შეხვედრას ესწრებიან: ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. “ლელოს” ლიდერებს შეხვედრამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრაზე მოვიდნენ. “მოვედით სამუშაო შეხვედრაზე. ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ მედიასთან. როგორც “ლელოს” ლიდერებმა განაცხადეს, კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ და გააჟღერებენ, რა საკითხებზე ჰქონდათ მსჯელობა პოლიტიკოსებს. არსებული ინფორმაციით შეხვედრის მთავარი თემაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერშია ჩანიშნული.
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)