21:04 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-11 12:14:37, 1001 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - გარე უფროსები თუ ვერ დარწმუნდებიან, რომ ხმები არ გადანაწილდება „ლელოსა“ და გახარიაზე, „ნაცმოძრაობასაც“ დაავალებენ მონაწილეობას

პრინციპების ღალატია, როცა „ლელო“ თვეების განმავლობაში ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, თუმცა ახლა უცებ უთხრეს, მონაწილეობას მივიღებთო, ვინ აძალებდა, რატომ ამბობდნენ?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, „ლელოში“ ინსტრუქცია მიიღეს და შელამაზებული ფორმებით ცდილობენ, რომ გადაწყვეტილება ამომრჩევლამდე მიიტანონ.

„ნაცმოძრაობიდან“ ორი რადიკალური პარტია არის დარჩენილი, რომელიც დღემდე ამბობს, რომ არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას. ეს ორი რადიკალური პარტია გრძნობს, რომ გარე უფროსები უფრო მეტ ფსონს „ლელოსა“ და გახარიაზე დებენ, რადგან „ნაცმოძრაობის“ ბრენდი იმდენად სამარცხვინოა, რომ მათზე ფსონის დადება შეუძლებელია. ამომრჩეველი რჩება, ვინც ვერ ხვდება, რომ „ლელო“ და გახარია დავალებებს იგივე გარე უფროსებისგან იღებენ, მაგრამ ჯერ ისევ გაურკვეველი ვითარებაა, რადგან დრო დარჩენილია. თუ გარე უფროსები ვერ დარწმუნდებიან იმაში, რომ „ნაცმოძრაობის“ არმონაწილეობით ეს ხმები არ გადანაწილდება „ლელოსა“ და გახარიაზე, მათაც დაავალებენ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, რათა „მიშისტების“, სექტანტების ხმები არ დაიკარგოს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics