|
2016-03-11 10:08:02, 609 ნახვა
საზოგადოება
ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა, დედაქალაქის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „წარმატებით ვასრულებთ ჩვენს დაპირებას ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით. 6 ბაღიდან 3 უკვე პრაქტიკულად დასრულებულია და მხოლოდ და მხოლოდ შიგნიდან აღჭურვას, დაკომპლექტებას საჭიროებს რაც აპრილის ბოლომდე დამთავრდება და 15 მაისამდე 3 ბაღში უკვე შემოვიყვანთ აღსაზრდელებს. დანარჩენი 3 ბაღიც ამ გაზაფხულზე დასრულდება, ასევე, აღიჭურვება და სექტემბრისთვის, როცა ახალი სასწავლო წელი დაიწყება, შესაბამისად, დამატებით 3 ბაღში კიდევ შევლენ აღსაზრდელები. გარდა ამისა, წლევანდელი გეგმის ფარგლებში, 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება, რომელთა საპროექტო სამუშაოებიც მიმდინარეობს, ტერიტორიები შერჩეული და გადაცემულია ბაღების სააგენტოსთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ მომდევნო წლისთვის კიდევ 10 ახალი ბაღი შეემატება ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში თბილისში სხვადასხვა მიზეზით 50-მდე ბაგა-ბაღი დაიხურა, რაც ბაღებში თავისუფალი ადგილების დეფიციტის მიზეზად იქცა. შესაბამისად, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წინა წლებში დახურული საბავშვო ბაგა-ბაღების აღდგენა-რეკონსტრუქციასაც ახორციელებს. უკვე გაიხსნა დახურული 132-ე ბაღი და 109-ე ბაღის დახურული ფლიგელი, უახლოეს კვირებში ფუნქციონირებას განაახლებს ზემო ფონიჭალაში მდებარე 206-ე საბავშვო ბაღიც, რომელშიც აღსაზრდელთა 8 ჯგუფი გაიხსნება, მთლიანობაში კი, ბაღი 300-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს. ბაღების მშენებლობა, აღდგენა და რეკონსტრუქცია პირველ რიგში იმ რაიონებში დაიგეგმა, სადაც მოთხოვნა განსაკუთრებით დიდი იყო. უახლოეს პერიოდში გაიხსნება გლდანში მდებარე ახალაშენებული ბაგა-ბაღიც, რომელშიც დღეს თბილისის მერთან ერთად რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძეც იმყოფებოდა. გარდა ამისა, 2016 წელს დედაქალაქში 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება. ახალი საბავშვო ბაგა-ბაღები ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)