18:53 - 19 Sep, 2026
|
2025-02-13 11:56:34, 416 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ არანაირი მოლაპარაკება არ შეიძლება
ნატო-ს ამოცანაა დააყენოს უკრაინა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უკრაინის ომთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის კომენტარებს გამოეხმაურა. “უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ არანაირი მოლაპარაკება არ შეიძლება“, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გაკეთდება ახალი განცხადებები ნატო-ს მეშვეობით უკრაინის მხარდაჭერის შესახებ. „ჩვენ გვსურს ვიხილოთ გრძელვადიანი მშვიდობა და არა კონფლიქტისა და აგრესიის დაბრუნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი საფრთხედ უკრაინის მიღმაც რჩება“, - აღნიშნა ჯონ ჰილიმ.
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)