03:04 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 10:10:51, 573 ნახვა

მსოფლიო
დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას საქართველოს დესტაბილიზაციისთვის - რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე

დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის, კერძოდ, საქართველოს დესტაბილიზაციისთვის, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველო. აშშ-მა და ევროკავშირმა გადაწყვიტეს დემონსტრაციულად დაესაჯათ ქვეყანა, რომელმაც მოულოდნელად "გაბედა" თამაში საკუთარი და არა მათი დაწესებული წესებით“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

მისი თქმით, დასავლეთი თავხედურად ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, ცდილობს შეცვალოს ქართველი ხალხისა და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების სუვერენული არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ.

„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნით თბილისს ავანტიურისკენ უბიძგებენ. მათ სურდათ, ქართველ ხალხს სისხლი დაეღვარა მათთვის უცხო ინტერესებისთვის. ამავდროულად, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ამერიკელები და ევროკავშირის წევრები ფარისევლად ასახელებენ თეზისებს მშვიდობის შესახებ“, - განაცხადა გალუზინმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics