20:51 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-09 08:54:19, 686 ნახვა

მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - პროგრესული გლობალური ელიტა იპარავს ევროპას ევროპელებისგან

ტრამპის ტორნადომ მსოფლიო სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შეცვალა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მადრიდში, ევროპული ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერების სამიტზე განაცხადა.

„ტრამპის ტორნადომ მსოფლიო სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შეცვალა, ერა დასრულდა. გუშინ ჩვენ მათთვის ერეტიკოსები ვიყავით, დღეს კი მეინსტრიმი ვართ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, „ბრიუსელის გამო ევროპა მოიცვეს არალეგალმა იმიგრანტებმა“.

მისივე თქმით, ევროპის მოსახლეობის ჩანაცვლება არის არა კონსპირაციული თეორია, არამედ ნამდვილი პრაქტიკა.

„დღეს პროგრესული გლობალური ელიტა იპარავს ევროპას ევროპელებისგან“, – თქვა ორბანმა.

მადრიდში გამართული ევროპული ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერების სამიტის სლოგანი იყო „გავხადოთ ევროპა კვლავ დიადი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics