19:42 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-15 11:22:26, 299 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანმა კადეტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა სკოლის დაარსების 14 წლის იუბილე და  სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კადეტებს სწავლის დაწყება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

"სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და კადეტებს წარმატებები უსურვა. 

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს ხელშეწყობით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მუდმივი განვითარების რეჟიმშია და ბრწყინვალე შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ საუკეთესო განათლება.

მან მადლობა გადაუხადა სასწავლებლის ხელმძღვანელობასა და პედაგოგებს ლიცეუმის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებსა და მასწავლებლებს საშტატო იარაღი, უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში მკითხველები შეძლებენ ელექტრონული და ბეჭდური წიგნებით სარგებლობას. ასევე, შექმნილია სამკითხველო სივრცე, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სამუშაოებისათვის.

ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics