|
2024-09-12 14:41:58, 533 ნახვა
საზოგადოება
მელაძე - ცესკოს თავმჯდომარე „შაბათის ეთერის“ გუნდზე ზეწოლას ახდენს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზეწოლას ახდენს "შაბათის ეთერის" გუნდზე და მუქარით აიძულებს, შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება,- ამის შესახებ "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის ტელეპროექტის ავტორმა, ნოდარ მელაძემ განაცხადა. მელაძე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ საგამოძიებო ტელეპროექტის ჟურნალისტები "მუქარად აღიქვამენ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობას გადახედავს". "დღეს, 12 სექტემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბრალი დასდო "TV პირველის" ჟურნალისტებს ცესკოს თანამშორმლების პერსონალური მონაცემების სავარაუდო უკანონო დამუშავებაში. ეს არის ტყუილი! თუ ჟურნალისტი გაიგებს ტელეფონის ნომერს, ან მისამართს, რომ დასვას კითხვები და გადაამოწმოს ფაქტები, რომელიც ეხება კონკრეტულ მასალას, რატომ არის ეს პეროსნალური მონაცემების უკანონო დამუშავება. იცით, რა იგულისხმა ცესკოს შეფმა? საიდან გაიგეს მისამართებიო? ჩვენ მოვითხოვთ ამ ჩანაწერის მკაფიო განმარტებას, რას ნიშნავს თანამშრომლობის გადახედვა? ანუ აკრედიტაციის შეჩერებას? არჩევნების პროცესში ცესკოში და საარჩევნო უბენბზე აღარ შეგვიშვებენ, რომ არჩევნები აღარ გავაშუქოთ, თუ "ქართული ოცნების" მსგავსად ბოიკოტის რეჟიმში გადავლენ და კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ უპასუხებენ.... ჩვენ აღვიქვამთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებებს რეალურად მუქარად, რადგან დიდია რისკი, რომ ერთი პარტიის ლეგიტიმაციით თანამდებობაზე არჩეულმა გიორგი კალანდარიშვილმა მედიაზე ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს ამავე პარტიის კონტროლის ქვეს მყოფი სასამართლოს კლანი ჟურნალისტების დასასჯელად, რაც მანამდე არა ერთხელ გაუკეთებიათ მაღალი თანამდებობის პირებს. მუქარის, დაშინების მცდელობის და შანტაჟის ნაცვლად, მოვუწოდებთ ცენტრლაურ საარჩევნო ადმინისტრაციას და მათ თანამშრომლებს, უპასუხონ კითხვებს, რომელიც კონკრეტული მასალის მზადების პროცესში მედიას აქვს",- აცხადებს მელაძე. შეგახსენებთ, დღეს, 12 სექტემბერს ცესკოს ხელმძღვანელმა, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების გამოყენების მცდელობა გრძელდება. მისი თქმით, საქმე "TV პირველის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონოდ დამუშავების მცდელობას ეხება.
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)