|
2016-02-19 14:12:02, 478 ნახვა
პოლიტიკა
სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის სპეციალურ მომხსენებელს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური მომხსენებელი უწყების სტრუქტურით, პენიტენციური დაწესებულებების სახეობებით და იმ სარეაბილიტაციო, ჯანდაცვის, ფსიქო-სოციალური პროგრამებით დაინტერესდა, რომლებიც, როგორც, ძალადობის მსხვერპლი ასევე, მოძალადე მამაკაცი მსჯავრდებულებისთვის მოქმედებს. „დუბრავკა სიმონოვიჩი იმ რეფორმებით, სარეაბილიტაციო და ფსიქო-სოციალური პროგრამებით დაინტერესდა, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ქალი მსჯავრდებულების და ბრალდებულებისთვის ტარდება. გარდა ამისა, დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ სპეციალური პროგრამების შესახებ, რომელსაც სამინისტრო ოჯახში მოძალადე ან მსგავსი დანაშაულის ჩამდენი კაცი მსჯავრდებულებისთვის ახორციელებს. საუბარი შეეხებო ასევე, პრობაციის სამსახურის ფარგლებში გაწეულ სერვისებს, როგორც ქალი, ასევე, კაცი მსჯავრდებულებისთვის“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. შეხვედრაზე საუბარი შეეხებო იმ სიახლეებსაც, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში ინერგება. მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქალი მსჯავრდებულების საყოფაცხოვრებო პირობებზე, მათ შესაძლებლობაზე შეინარჩუნონ კონტაქტები გარე სამყაროსთან, აგრეთვე, ქალი მსჯავრდებულებისთვის გახსნილი ხანგრძლივი პაემნის სერვისზე, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, არტ-თერაპიის და სხვა სარეაბილიტაციო პროგრამებზე, რომლებიც მსჯავრდებულთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას ეფუძნება. საუბარი შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რომელიც მსჯავრდებულების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას გაამარტივებს და ამით პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობას გაზრდის. დაწესებულების დატოვების შემდეგ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე პრობაციის ეროვნული სააგენტო ზურანავს, სადაც საჭიროების შესაბამისად პირობით მსჯავრდებულებთან პრობაციის ოფიცერი, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს. თამარ ხულორდავას განცხადებით, ძალადობის მსხვერპლი მსჯავრდებულებისთვის პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უკვე შემუშავებულია სპეციალური პროგრამა, რომელიც მალე ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშიც დაინერგება.
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)