19:48 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 11:24:11, 1211 ნახვა

სამართალი
გორის გარდა, სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს - ფონიჭალაში დაკავებულია რამდენიმე პირი

გორის მუნიციპალტეტის გარდა, სპეცოპერაცია თბილისსა და ქუთაისშიც მიმდინარეობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ფონიჭალაში მიმდინარე საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული.

"ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე - გორში, ქუთაისსა და დედაქალაქში მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებს. კონკრეტულად ამ ლოკაციაზე - ფონიჭალაში, მოსამართლის განჩინების საფუძვეელზე, დაკავებულია რამდენიმე პირი. კონკრეტულ დეტალებს, ვინ არის დაკავებული, მოგახსენებთ მოგვიანებით",- განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვალერი თელიას ინფორმაციით,  გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, აღმოჩენილია გარკვეული სახის ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics