|
2023-06-29 10:56:15, 1139 ნახვა
სამართალი
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის მსჯავრდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, არალეგალური გზით, ეტაპობრივად საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხა, რომელიც მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე განათავსა. ასევე, თანხის ნაწილით ბრალდებულმა საქართველოში ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. დანაშაულებრივად მოპოვებული ქონების კანონიერად წარმოსაჩენად, ბრალდებულმა საგამოძიებო ორგანოს მის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ყალბი დოკუმენტაცია წარუდგინა. „გამოძიების ეტაპზე, პროკურატურის მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას - 1 532 500 აშშ დოლარს და 107 550 ლარს. ასევე ყადაღა დაედო მის მიერ შეძენილ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას, მათ შორის - წყნეთში მდებარე აგარაკს და თბილისში - 2 საცხოვრებელ ბინას, რითაც მას არ მიეცა ქონების შემდგომი განკარგვის შესაძლებლობა. გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კრიპტო ვალუტის სავაჭრო პლატფორმაზე „BINANCE“ -ზე განთავსებული ბრალდებულის კუთვნილი კრიპტო ვალუტა ამოიღეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტზე. ამავე განაჩენით, ბრალდებულს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 7 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავი ქონება, ფულადი თანხა და კრიპტო ვალუტა სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა, მათ შორის - მის ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული წყნეთში მდებარე აგარაკი, თბილისში მდებარე ორი საცხოვრებელი ბინა, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული 1 532 500 აშშ დოლარი და 107 550 ლარი, ასევე გამოძიების მიერ ბრალდებულის პირადი კრიპტო საფულიდან ამოღებული კრიპტო ვალუტა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)