|
2023-06-22 12:15:43, 1011 ნახვა
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 8 პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კლუბ "ნაის ქლაბის" მფლობელებმა რ.მ.-მ და გ.ც.-მ, ამავე კლუბის სამ თანამშრომელთან ერთად, ტურისტების კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფი შექმნეს. "შემუშავებული გეგმის მიხედვით, ბრალდებულები შეუთანხმდნენ კერძო ტაქსის რამოდენიმე მძღოლს, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები კლუბ "ნაის ქლაბში" სპეციალურად მიჰყავდათ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ტურისტებს არწმუნებდნენ, რომ მოუწევდათ მხოლოდ შესვლის საფასურის გადახდა და მათ უფასო სასმელით გაუმასპინძლდებოდნენ. ანგარიშსწორებისას, ტურისტებს ბრალდებულები სთხოვდნენ გადაეხადათ მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასური, უარის შემთხვევაში კი, მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ზემოხსენებული ხერხით არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულად თანხას, მათ შორის - ისრაელის, იორდანიის და რუსეთის 7 მოქალაქის კუთვნილ 1 600 ლარსა და 2 350 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებისთვის, მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)