20:49 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 22:16:04, 1706 ნახვა

ომი უკრაინაში
ბლინკენი - რუსეთმა უკრაინაში მარცხი უკვე განიცადა

რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა იმ გაგებით, რომ რის მიღწევას თავდაპირველად ცდილობდნენ იყო უკრაინის რუკიდან გაქრობა, მათ ამას ვერ მიაღწიეს და არც გამოუვათ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის კონტრშეტევის წარმატება იქნება საუკეთესო გზა მოლაპარაკებამდე მისასვლელად, რომელიც სამართლიან და მყარ მშვიდობას გამოიწვევს.

„რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა იმ გაგებით, რომ რის მიღწევას თავდაპირველად ცდილობდნენ იყო უკრაინის რუკიდან გაქრობა, უკრაინის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა, უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის აღმოფხვრა. მათ ამას ვერ მიაღწიეს და არც გამოუვათ.

ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები განიხილავენ კონტრშეტევას მომდევნო კვირებში. ვნახოთ რა მოხდება. საბოლოო ჯამში, მისი წარმატება ბრძოლის ველზე საუკეთესო და, ალბათ, ყველაზე სწრაფი გზაა მოლაპარაკებამდე მისასვლელად, რომელიც სამართლიან და მყარ მშვიდობას გამოიწვევს“, - განაცხადა ბლინკენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics