|
2020-05-27 11:40:04, 1030 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ჩეხმა კოლეგამ აღგვიქვა პოლიტიკური მხარდაჭერა, მხარი დაუჭიროს როგორც ორმხრივი ტურისტული კავშირების სწრაფ აღდგენას, ასევე საინვესტიციო პროცესების აქტივიზაციას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩეხეთის ვიცე-პრემიერთან, მრეწველობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მინისტრთან კარელ ჰავლიჩეკთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის საკითხებზე გამახვილდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და გენადი არველაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ჩეხეთში საქართველოს ელჩი მარიამ რაქვიაშვილი. „მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა ჩეხმა კოლეგამ აღგვიქვა პოლიტიკური მხარდაჭერა და მზადყოფნა, რომ მხარი დაუჭიროს როგორც ორმხრივი ტურისტული კავშირების ძალიან სწრაფ აღდგენას, ასევე საინვესტიციო პროცესების აქტივიზაციას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს აქტიური ეკონომიკური პარტნიორია და ყოველწლიურად იზრდება ჩეხური კომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკაში, სატრანსპორტო, ფარმაცევტიკისა და წარმოების სექტორებში საქმიანობენ. მინისტრის განცხადებით, მზარდია ჩეხეთიდან ტურისტების რაოდენობაც. „2019 წელს ვიზიტორების 19-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ კეთილსაიმედოა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩეხეთი იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტები უკვე ივლისში ჩამოვლენ საქართველოში," - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საავიაციო კომპანიებმა - „აირზენამ" და „ვიზეირმა" მზადყოფნა გამოთქვეს, განაახლონ ფრენა ჩეხეთსა და საქართველოს შორის. „პანდემიამდე ისინი საკმაოდ მაღალი სიხშირით დაფრინავდნენ და იმედი მაქვს, რომ ახლაც აღნიშნული მიმართულება ასეთივე მოთხოვნადი იქნება," - განაცხადა ნათია თურნავამ.
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)