18:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თინა ხიდაშელი ამბასადორიალის გახსნის ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის - ამბასადორიალის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს.

 

გია ვოლსკი: პრეზიდენტმა განცხადება დაუფიქრებლად გააკეთა

პრეზიდენტის თანამდებობისთვის შესაფერისი ქმედებები აბსოლუტურად სხვა უნდა ყოფილყო და არა ის, რომ გიორგი პაპუაშვილის უადგილო და ანგაჟირებული განცხადება გაეზიარებინა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კობახიძე: როდესაც პირებს აქვთ დანაშაულის თაობაზე ინფორმაცია, საჯარო თხოვნები არ უნდა სჭირდებოდეთ

პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და სწორედ ამ გამოძების ფარგლებში, ის ყველა მტკიცებულებას მოიპოვებს თუკი რაიმე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ზეწოლა-მუქარის, ძალადობის და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები - ISFED-ის I შუალედური ანგარიში

 “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2016 წლის 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

 

მარგველაშვილი: „ბრექსიტის“ შედეგები ევროპის პოლიტიკაზე გავლენას მოახდენს და შესაძლოა, საქართველოს საინტერესო პერსპექტივები გაეხსნას

"ევროინტეგრაციის პროცესი არ ნიშნავს ურთიერთობებს მხოლოდ ბრიუსელთან და ევროსტრუქტურებთან. მნიშვნელოვანია მუდმივი თანამშრომლობის გაღრმავება ევროპის ყველა დედაქალაქთან“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ამბასადორიალი 2016“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მარგველაშვილი: რუსეთის პოლიტიკა არასდროს იქნება მიღებული არც საქართველოში, არც საერთაშორისო თანამეგობრობაში

რუსეთის პოლიტიკა არასდროს იქნება მიღებული არც საქართველოში და არც საერთაშორისო თანამეგობრობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, „ამბასადორიალი 2016“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერი: იმედი გვაქვს, ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მიღებული იქნება

„ეს პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მოგზაურობაზე   გადაწყვეტილება უბრალოდ დროის საკითხია“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალი 2016-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

იან კელი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერს მოუწოდებს, ბრალდებებს სერიოზულად მიუდგნენ

„მოვუწოდებ პრეზიდენტს და პრემიერს, რომ ამ ბრალდებებს სერიოზულად მიუდგნენ“,-ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შატატების ელჩი იან კელი საქართველოს პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს.

 

დავით უსუფაშვილი აშშ-დან დაბრუნებისთანავე მზად იქნება, პრეზიდენტს შეხვდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებისთანავე მზად იქნება საქათველოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობისთვის.

 

გეგეშიძე: ჩემი განცხადებისადმი ისტერიკამდე მისული რეზონანსი არაადეკვატური იყო

ამერიკის შეერთებულ შტატების საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ გეგეშიძის შეფასებით, მისი განცხადებებისადმი ისტერიკამდე მისული რეზონანსი არაადეკვატური იყო.

 

ჯანელიძე: არჩილ გეგეშიძე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე რჩება

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, არჩილ გეგეშიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს.

 

თამაზ მეჭიაური: მაქვს გონივრული ეჭვი, რომ „ოცნების“ სიის შედგენაში ამერიკის ელჩი მონაწილეობს

პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ  „ქართული ონცების“ სიის შედგენაში ამერიკის ელჩის მონაწილეობაზე აქვს ეჭვი.

 

თბილისში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების შეხვედრა - "ამბასადორიალი 2016" გაიმართება
ალასანია პრეზიდენტის განცხადებაზე: ძალიან სწრაფი რეფორმაა სისტემაში გასატარებელი
წერეთელი პრეზიდენტის განცხადებაზე: სავარაუდოდ, სამართალდამცველთა ნაწილი ასეთი ტიპის დავალებებშია ჩართული

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას აფასებს.

 

პრემიერმა მარტვილი-აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოთარ დანელია წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics