|
2016-09-12 18:28:59, 701 ნახვა
პოლიტიკა
ხმალაძე: ივანიშვილს რაღაცები არ ახსოვს - პირველი სხდომის შემდეგ, საკონსტიტუციო კომისიის კვორუმი ვერ შეიკრიბა
საკონსტიტუციო კომისიაში დევს კანონპროექტი, რომელიც ჩემი სახელითაა შეტანილი და ის კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით „რესპუბლიკელების“ პოზიციას ასახავს. იქ წერია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ უნდა აირჩეოდეს, - ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ვახტანგ ხმალაძე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. როგორც ხმალაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პირდაპირი წესით არჩეულ პირველ პირს უფრო მეტი ძალაუფლების სურვილი უჩნდება. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, რომ საკონსტიტუციო კომისიის წევრ ვახტანგ ხმალაძეს 4 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია, ხმალაძე პასუხობს, რომ პირველი სხდომის შემდეგ კომისიის კვორუმი ვერცერთხელ შეიკრიბა და ეს „ქართული ოცნების“ წევრების „დამსახურებაა“. „ეტყობა, ბიძინა ივანიშვილს რაღაცები არ ახსოვს. მისი დღევანდელი შეფასებები რეალობისგან შორსაა. საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით ავღნიშნავ, რომ პირველი სხდომის შემდეგ კვორუმი ვერცერთხელ ვერ შეიკრიბა. კვორუმის შეუკრებლობა, ძირითადად, გამოწვეული იყო „ქართული ოცნების“ წევრების მიერ კომისიის უგულებელყოფით. მეორე, საკონსტიტუციო კომისიაში დევს კანონპროექტი, რომელიც ჩემი სახელითაა შეტანილი და ის კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით „რესპუბლიკელების“ პოზიციას ასახავს. იქ წერია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ უნდა აირჩეოდეს. 2012 წელს კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამაში, „რესპუბლიკელების“ წინადადებით, მსგავსი ჩანაწერი იყო. ყოველთვის ვამბობდით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკისთვის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები არადამახასიათებელია. პრეზიდენტს არ აქვს აღმასრულებელი ფუნქციები და ასეთ დროს უმჯობესია, პრეზიდენტი არჩეული იყოს ან პარლამენტის, ან ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ. პირდაპირი წესით არჩეულ პირველ პირს უფრო მეტი ძალაუფლების სურვილი უჩნდება. ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ამდენად, ივანიშვილის ნათქვამი არასწორია. პრეზიდენტის უფლებამოსილება არა არჩევის წესით, არამედ კონსტიტუციით განისაზღვრება. თითქმის ყველა უფლებამოსილება ქვეყნის პირველ პირს უნდა ქონდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ის პირდაპირი წესით არ იქნება არჩეული. ჩვენი, „რესპუბლიკელების“ აზრით, მას დამატებითი უფლებამოსილებებიც უნდა ქონდეს. მაგალითად, პრეზიდენტს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნა უნდა შეეძლოს. გარდა ამისა, პრეზიდენტი უნდა მონაწილეობდეს ისეთი ინსტიტუტების ფორმირებაში, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ მიეკუთვნებიან. მაგალითად, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური და ა.შ. ეს უფლებები უნდა ქონდეს საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტს“, - განაცხადა ხმალაძემ. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 4 წლის განმავლობაში ყველა თანხმდებოდა, რომ პრეზიდენტის საჯარო არჩევა არ უნდა მომხდარიყო: „4 წლის განმავლობაში. ყველანი ვთანხმდებოდით, რომ საჯარო არჩევა არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის, როდესაც ასეთი შეკვეცილი უფლებები აქვს. როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუცია გვაქვს დღეს, იქ პრეზიდენტის ინსტიტუტი არსებობს, არ უნდა მომხდარიყო საერთო სახალხო არჩევა პრეზიდენტის. ეს რომ უნდა შეცვლილიყო, ამაზე შეთანხმებული ვიყავით. პრეზიდენტისთვის რომ ესიამოვნებინათ, იქნებ ახალი მეგობარი გაჩენილიყო, როგორ გაუპრავეს ის სიმახინჯე, რომ შევიდა სააკაშვილის სასახლეში, პირველი გადახტა უსუფაშვილი და გაუპრავა“.
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)