|
2016-09-12 16:02:26, 695 ნახვა
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი ნიკა რურუას სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში ადანაშაულებს
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო სადღობელაშვილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ნიკოლოზ რურუას სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში ადანაშულებს და აღნიშნავს, რომ რურუას მინისტრობის დროს სამუზეუმო ექსპონატები და ძვირადღირებული ტილოები გაიტანეს ქვეყნიდან, რომელიც უკან არ ჩამოუტანიათ. სადღობელაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას მიმართავს აღნიშნული საქმით დაინტერესდნენ. „2008-2012 წლებში, ნიკოლოზ რურუას მინისტრობის დროს სახელმწიფოს ქონების გაფლანგვას ეხება საქმე. რეალურად, ხელთ ჩამივარდა შიდა აუდიტის მოკვლევა, რომელიც ჩატარდა ამა წლის 16 მაისს, სადაც ჩამოთვლილია სამუზეუმო ექსპონატები, ტილოები და ჩვენი სხვადასხვა ისტორიული ღირებულებები. ჩამოთვლილი ტილოები და სამუზეუმო ექსპიონატები ამ პერიოდის განმავლობაში 2004 წლიდან 2016 წლის ჩათვლით არის გაფლანგული. საუბარია იმაზე, რომ მოუკითხავად გადასცემდნენ სხვა ადამიანებს ან აგზავნიდნენ საქართველოს საელჩოს ამერიკაში. ძვირადღირებულ ტილოებს აშშ-ში აგზავნიდნენ იმისთვის, რომ გამოფენა ჩატარებულიყო და უკან არ ბრუნდებოდა. როდესაც მოიკითხავდნენ ტილოებს, ამ ექსპონატებს, რომელიც გვეგონა, რომ იქნებოდა ამერიკის საელჩოში, აღმოჩნდებოდა, რომ იქ აღარ არის. დროთა განმავლობაში ეს ცხადდებოდა დაკარგულად და რეალურად არავინ არ აქცევდა ამას ყურადღებას. მაგალითად, ეროვნული მუზეუმიდან 2004 წლიდან მოყოლებული დღემდე საერთო ჯამში აღწერილი იქნა 1359 მაგალითად, სამუზეუმო ექსპონატი, აქედან მხოლოდ 175 ცალია დარჩენილი. ეს ყველაფერი ხდებოდა, ხაზს ვუსვამ ნიკოლოზ რურუას მინისტრობის დროს, რომელიც გახლავთ დღესდღეობით მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი. მინდა მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართო. რატომ დუმს ხელისუფლება ამ თემაზე? რატომ არ აღძრავს საქმეს? აქ მხოლოდ ეროვნულ მიზეუმზეა არ არის საუბარი, აქ გაფლანგულია სახელმწიფო ქონება. ეს ქონება დაკარგულია და გაფლანგულია საერთოდ. მივმართავ კულტურის დღევანდელ მინისტრს დაინტერესდეს ამ თემით. მილიონობით ქონება არის გაფლანგული. ისიც ცნობილი ფაქტია, რომ თვითონ მოსწონს ნიკა რურუას ნახატები და სამუზეუმო ექსპონატები. მე როგორც ვიცი, ძალიან დიდი ნაწილი მას სახლში აქვს გადატანილი“,-განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)