16:05 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 09:09:34, 1324 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - რაც მთავარია, ჩვენ პულსზე ხელი გვიჭირავს

"საკმაოდ რთულია, წინასწარ დახატო გრძელვადიანი გეგმა, მით უფრო, რომ ამ გამოწვევას გლობალურადაც სირთულე ახასიათებს. რაც მთავარია, ჩვენ პულსზე ხელი გვიჭირავს. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბიზნესთან. ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და ადეკვატურად წერტილოვნად ვრეაგირებთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეკრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პრემიერ-მინისტრისგან დავალებული აქვს, სამოქმედო გეგმის შემუშავებისას განსაკუთრებული აქცენტი  სტრატეგიულ მნიშვნელოვან დარგებსა და საწარმოებზე გააკეთოს. მინისტრის ინფორმაციით, ესენია სოფლის მეურნეობა, აგროგადამამუშავებელი წარმოება, ასევე ისეთი მოთხოვნადი პროდუქციის წარმოებები, როგორიცაა პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, ხელთათმანები და სხვ.

„ასეთი პროდუქციის წარმოების საჭიროება აქამდე მწვავედ არ იდგა, მაგრამ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს უზრუნველყოფილი იყო დამცავი საშუალებების ადგილობრივი წარმოებით. ასევე მნიშვნელოვანია საექსპორტო დარგების მხარდაჭერაც", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმზე, როგორც საქართველოს ეკონომიკაში უცხოური ვალუტის ერთერთი ძირითადი შემომტანი დარგზე.

 „ამ დანაკლისის შევსება აუცილებელია სწორედ იმის ხარჯზე, რომ ჩვენ მეტად განვავითარებთ საექსპორტო ინდუსტრიებს. იმედი გვაქვს, რომ მას შემდეგ, რაც მსოფლიო კორონავირუსის გლობალურ გამოწვევას გადალახავს, უფრო მეტი დატვირთვით ამუშავდება საექსპორტო დარგები და ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია - ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის პროვოცირებად, იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას
დიზელის ფასი 5 ლარამდე გაიზარდა, ბენზინის - ₾4-მდე
ერთი გაბედული ნაბიჯი ახალი შესაძლებლობებისკენ – გაიცანით ანასტასია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი UWC პროგრამაში
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics